მეათე კლასი
2019-2020 სასწავლო წელი
სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემოდგომის ზეიმი. მეათე კლასის მოსწავლეები განსხვავებული ფორმატით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კოპოზიცია ,,შემოდგომა აფხაზეთში".
მათი თვალით დანახული აფხაზეთი შემოდგომაზე, საოცარი სანახავი იყო, დეკორაცია, მხატვრული ესეები, მუსიკა . . . სევდიან და შთამბეჭდავ განწყობას ქმნიდა . . .
,, იქ, სადღაც მთებში ჩვენი მშობლიური კუთხეა . . "
,, რაც თავი მახსოვს . . . ცამდე ასული მავთულხლართები . . '
,, ადამიანების გახლეჩილი გულები . . მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ჩემი საყვარელი ბებო . . ."
,, გამოსავალი? . . გამოსავალი სიყვარულია და ამ სიყვარულით მოპოვებული ნდობა, რომელიც გააქარვებს ზიზღს, უნდობლობას და საბოლოოდ გაიმარჯვებს სიყვარული"'
,, საქართველოა აფხაზეთი - ეს იყო გუშინ, ასეა დღეს და სამუდამოდ ასე იქნება! "
No comments:
Post a Comment